„ეიფორიიდან და ემოციებიდან ვერ გამოვდივარ... ხალხი მაჩერებს, მეხუტება, მილოცავენ“ - ნახეთ, როგორ შეიცვალა ირაკლი მახარაძის ცხოვრება

ირაკლი მახარაძე

როგორ შეიცვალა „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მოგების შემდეგ ირაკლი მახარაძის ცხოვრება - გამარჯვებული საკუთარ ემოციებს გვიზიარებს.

შაბათის შემდეგ 3 დღე გავიდა და იმ ეიფორიიდან და ემოციებიდან ვერ გამოვდივარ, რომელიც ამ პროექტის გამარჯვებამ მომიტანა. ძალიან დიდი სიყვარულით მოკითხვა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მენატრება ის პერიოდი, ის აქტიური, საოცრად ბობოქარი პერიოდი, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ გავიარე. თუმცა, მე დღემდე ვაგრძელებ ჩემს გულშემატკივართან კომუნიკაციას, მათთან ვერთვები ლაივზე, ვესაუბრები, გვაქვს მიმოწერა და ამ მუხტს არ ვკარგავ. 

რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ ცხოვრებას - დაიწყო ძალიან საინტერესო ცხოვრება. გარეთ რომ გავდივარ, უამრავ სიყვარულს და მოლოცვას ვიღებ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. მაჩერებენ, მკითხულობენ, მილოცავენ, ხელს მიქნევენ მანქანებიდან - საოცარი პერიოდი დაიწყო და მინდა, სწორედ ასე საოცრად გაგრძელდეს. მთელ ჩემს ენერგიას მაქსიმალურად ჩავდებ იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს კიდევ უფრო საინტერესო და თქვენთვის ბევრად საინტერესო რაღაცები ვაკეთო,“ - ამბობს ირაკლი მახარაძე.

„სასწაული ხდება... ხალხი მანქანებიდან დიასას ყვირის“ - რა ხდება დიასას ცხოვრებაში „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ