1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კიანუ რივზმა საზოგადოების გული კიდევ ერთხელ მოიგო. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ქველმოქმედმა ვარსკვლავმა აეროპორტში პატარა ფანის კითხვებს თბილად უპასუხა და ავტოგრაფიც მისცა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში პროდიუსერმა პროდიუსერმა ენდრიუ კიმელმა გაავრცელა და Twitter-ზეკიანუსა და მისი პატარა გულშემატკივრის ფოტო გამოაქვეყნა.
„კიანუ რივზთან ერთად ლონდონიდან ნიუ-იორკში ვიფრინე. როცა ბარგს ველოდებოდით, პატარა ბიჭმა კიანუს ავტოგრაფი სთხოვა, შემდეგ კი უამრავი შეკითხვა დაუსვა. კიანუმ თითოეულ მათგანს დიდი სიხარულით უპასუხა", — წერს კიმელი.
პროდიუსერის თქმით, პატარა ბიჭმა კიანუს ნიუ-იორკში ყოფნის მიზეზი ჰკითხა, ასევე დაინტერესდა, რამდენი დღით რჩებოდა მსახიობი ქალაქში. კიანუმ ყველა შეკითხვას უპასუხა, შემდეგ კი პატარა ბიჭსაც გამოჰკითხა, თუ რას აკეთებდა ევროპაში, ნახა თუ არა მუზეუმები და რომელი მოეწონა ყველაზე მეტად.
„საერთაშორისო ფრენის შემდეგაც კი კიანუ ძალიან თავაზიანი იყო. ვიფიქრე, რომ ეს ამბავი თქვენთვის უნდა გამეზიარებინა, რადგან ასეთ პატარა მომენტებს ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. ჩვენ მეტი კიანუ რივზი გვჭირდება!" - აღნიშნა კიმელმა.