„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
ისტორიული მატჩი მოგებულია. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი 82:76 დაამარცხა.
ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და ქართველ კალათბურთელებს მადლობას უხდის.
„სულ გამარჯვებით ევლოს ჩვენს ქვეყანას! მადლობა ჩვენს კალათბურთელებს ამ დიდი სიხარულისთვის!
ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონები დაამარცხეს! ახალი სპორტის სასახლის სულ პირველი მატჩი გამარჯვების მატჩია! ზუსტად 60 წლის წინ იყო ჩვენი ის დიდი გამარჯვებაც, ქართველებისა ესპანურ კლუბზე!
გილოცავთ!!!“, წერს თეა წულუკიანი.