ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
ერთ-ერთი ამერიკული სადაზღვევო კომპანიის უფროსმა გადაწყვიტა გაწეული შრომისთვის თანამშრომლებისთვის მადლობა გადაეხადა და ისინი დასასვენებლად წაეყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მათთვის მაქსიმალური კომფორტისა და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, მარკ ნილსონმა არც მეტი არც ნაკლები 400 000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა. მარკმა 50 ადამიანი ისლანდიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში წაიყვანა.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა, უფროსმა დასაქმებულებს ფულადი ბონუსებიც კი ჩაურიცხა. როგორც მარკ ნილსონი ამბობს, მას სჯერა რომ მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან.
ამიტომ ის ყველა უფროსს ურჩევს, რომ თუ უნდათ მათი კომპანიის საქმიანობა წარმატებული იყო, პირველ რიგში, დასაქმებული თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მარკს „მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო უფროსი“უკვე შეარქვეს.