ემბერ ჰერდი ტყუპის დედა გახდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე

ვემბერ ჰერდი

39 წლის ემბერ ჰერდმა ტყუპი გააჩინა.  ეს ამბავი მსახიობმა გამომწერებს სოციალური ქსელით ამცნო. 

„ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში, ემბერ ჰერდი ასეთ სიტყვებს წერს:

„2025 წლის დედის დღე არასოდეს დამავიწყდება. წელს ბედნიერი ვარ, რომ ვიზეიმო ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახი საბოლოოდ დასრულდა - ამ მიზნისკენ წლები მივისწრაფოდი. დღეს მინდა ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ ტყუპების დედა გავხდი. ჩემი ქალიშვილი აგნესი და ჩემი ვაჟი ოუშენი ჩემს გულს სრულად ავსებენ. 

როდესაც 4 წლის წინ პირველი შვილი შემეძინა, ჩემი სამყარო მთლიანად შეიცვალა. ახლა კი სამი მყავს. ნაყოფიერების პრობლემების მიუხედავად, დამოუკიდებლად საკუთარი პირობებით დედად გახდომა ყველაზე კარგი გამოცდილება იყო. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ შევძელი.".

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Amber Heard (@amberheard)

ემბერის ორსულობის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის დეკემბერში. მსახიობის პირველი ქალიშვილი, უნა, სუროგატმა დედამ გააჩინა.

შვილების მამის ვინაობას ჰერდი არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს, სადაც ჯონი დეპთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ გადავიდა.