1746733863
ემბერ ჰერდი ჯონი დეპისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდას ასაჩივრებს და ახალ სასამართლო პროცესს ითხოვს - Deadline

ემბერ ჰერდი ჯონი დეპისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდას ასაჩივრებს და ახალ სასამართლო პროცესს ითხოვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლოში ორი სარჩელი განიხილებოდა. პირველი სარჩელი ჯონი დეპის მიერ იყო შეტანილი ემბერ ჰარდის წინააღმდეგ: ის ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. სასამართლომ დეპის სარჩელის ყველა პუნქტი დააკმაყოფილა.
მეორე სარჩელი ემბერ ჰარდს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაში, პირიქით, ჰარდი ედავებოდა დეპს ცილისწამებას. სასამართლომ ემბერ ჰარდის სარჩელის პირველი ორი პუნქტი არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა, რომ ჰარდს ცილი დასწამა დეპის ადვოკატმა.