კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
დიზაინერი, მაკა კვიციანი დეპუტატ დაზე ბაია კვიციანზე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრნაირი ადამიანი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ზოგთან სულიერება გვაკავშირებს, ზოგთან - ღირებულებები, ზოგი კი პიროვნებით გვხიბლავს. ამათთან ერთად არსებობენ ზეცისგან ნაჩუქარი ადამიანები, რომელთა წინაშეც შეგიძლია ბოლომდე გაიხსნა და არ მოგერიდოს იყო საკუთარი თავი. მე ძალიან გამიმართლა, რომ მყავს ასეთი და.. და ის ჩემი მეგობარია.
ჩემო ბაუკა, ჩვენ სულით და გულით ერთნი ვართ! შენ აერთიანებ ყველა აქ ჩამოთვლილ თვისებას! ნებისმიერი საიდუმლო შემიძლია გაგანდო და ვიცი, რომ ყოველთვის გონივრულ რჩევას მივიღებ! შენი არსებობა უკვე ბედნიერებაა, ერთად სიცილი კი ორმაგი! კი ვხოცავთ ერთმანეთს ხანდახან, მაგრამ მაგის გარეშეც ვერ ვძლებთ. შემიძლია მთელი დღე შენთან გავატარო და მაინც არ იქნება საკმარისი!
⠀
მინდა გისურვო, რომ ვერც მოღრუბლულმა ამინდმა და ვერც ადამიანთა თვალთმაქცობამ გაგიფუჭოს ხასიათი, რომ ყოველთვის დარჩე ძლიერი, დამოუკიდებელი და ისეთივე დაუძლეველი “უშბა” როგორიც ხარ! ბედნიერება და სიყვარული ყოველთვის შენი ცხოვრების თანმდევი ყოფილიყოს! იცოდე, რომ მე ყოველთვის აქ ვარ! მიყვარხარ!“,- წერს მაკა კვიციანი.
View this post on Instagram