ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
ჩინელი მამაკაცი მეზობლის ათასზე მეტი ქათმის შეშინების გამო ექვსი თვით ციხეში ჩასვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მამაკაცი, სახელად გუ, დამნაშავედ ცნეს 1100 ქათმის სასიკვდილოდ შეშინებაში. ინციდენტი მეზობელ ჟონგთან 2022 წლის აპრილში კამათის შემდეგ მოხდა, როდესაც ჟონგმა გუს საკუთრებაში ნებართვის გარეშე ხეები მოჭრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინელი მამაკაცი ღამით რამდენჯერმე გაემართა ჩონგის ქათმის ფერმაში. მამაკაცს თან ჰქონდა ფანარი, რომლის შუქმაც ქათმებში პანიკა გამოიწვია. ქათმები შიშისგან კუთხეში მიფრინდნე, რის გამოც ასობით მათგანი ჭყლეტაში მოჰყვა.
შედეგად, ჟონგისთვის მიყენებული ზიანი სასამართლომ 13 840 იუანად (2015 აშშ დოლარად) შეაფასა. გუს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით პირობითი ვადით.