„ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება..." - ანა ახვლედიანისა და გიგი ბერაიას ოჯახური იდილია

ანა ახვლედიანი

წარმატებულ ქართველ მოდელს, ანა ახვლედიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ანა თანამშრომლობდა პარიზისა და ინგლისის სამოდელო სააგენტოებთან, ხშირად ადარებდნენ ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს.

ანა ახვლედიანი მოდელ გიგი ბერაიაზეა დაქორწინებული, წყვილს ერთი ქალიშვილი, ევა ჰყავს.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება! დიდად არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ რეჟიმში ვიყავი, სწორად ვიკვებებოდი და ამას მიჩვეული ვარ. გიგის თავიდანვე გული უგრძნობდა, რომ გოგო იქნებოდა, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა, პირველი შვილი გოგო ყოფილიყო... მე რატომღაც ბიჭი მეგონა, თუმცა სულ ერთი იყო, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ორივე ძალიან გაგვიხარდებოდა", - ამბობდა შვილის გაჩენის შემდეგ მოდელი.

ევა ძალიან ჰგავს უმშვენიერეს დედას და პატარა ასაკიდანვე გახდა პოპულარული.

ამჯერად ანა სწორედ ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „ზღაპრის გმირების ოჯახი“ , "საოცრად ლამაზები", "წარმოუდგენელი სილამაზე" - წერენ კომენტარებში.