VIDEO: ,,დაინახა, რომ ღირსეული ვარ..." - ირაკლი და დიმი ერთმანეთს მერიემის გამო დაუპირისპირდნენ
1679953320
30 მარტს მუმბაიში, „ინდოეთის კარიბჭის” ისტორიული მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება Dior-ის წინა-საშემოდგომო კოლექციას იხილავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული ლუქს მეგაბრენდი ინდოეთში დამოუკიდებელ მასშტაბურ ჩვენებას გამართავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ჩემთვის ინდოეთში ჩვენების გამართვა ასევე ნიშნავს ნაქარგებში გამოხატული ინდოეთის მემკვიდრეობის და მოდის სამყაროსთვის მისი მნიშვნელობის წარმოჩენას,” – განაცხადა Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ BoF-თან საუბრისას.
გამოცემის ცნობით, კოლექცია ბაზარზე აპრილის ბოლოს გამოვა და მოიცავს: აბრეშუმის კაბებს, საღამოსთვის განკუთვნილ პალტოებს და ინდური ტრადიციული სამოსით, სარით, შთაგონებულ ქვედაბოლოებს. გარკვეული ნივთები მოქარგული იქნება მუმბაიში მდებარე ქალების სასწავლო სახელოსნო და ატელიე Chanakya-ს მიერ, რომელთანაც მარია უკვე 20 წელზე მეტია თანამშრომლობს.