VIDEO: საოცარი კადრები - აშშ-ში მძღოლმა გაზაფხულის პირველი მოჩვენება დააფიქსირა - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს

მოჩვენება

სოციალური ქსელები და მრავალი დასავლური საინფორმაციო გამოცემა აღფრთოვანებულია სატვირთო მანქანის მძღოლის, უილიამ ჩერჩის მიერ გამოქვეყნებული კადრებით, მის მანქანაზე დაყენებული ვიდეო ჩამწერის კამერიდან. გადაღებულია 2023 წლის 11 მარტს SR 87-ზე ფენიქსსა და პეისონს შორის არიზონაში, აშშ. - წერს foxnews

ღამის განმავლობაში, უილიამმა მანქანით გაიარა გზის პირას მდგარი მოჩვენებითი ფიგურა. მან არ შეანელა - სახლში მისული კი დააკვირდა, ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერს „დავინახე, რომ ფიგურა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო - გამჭვირვალე. განსაკუთრებით ფეხები - სინათლე გადის მათში“. - ამბობს უილიამი.

ვინც ვიდეოს უყურა, მიაჩნია, რომ ვიდეო არ არის ყალბი.

გონივრული ახსნა-განმარტებიდან მხოლოდ ერთი რამ არის შესაძლებელი: ნისლის კოლტი ჩავარდა გზაზე და შემთხვევით ადამიანის ფიგურის ფორმა მიიღო. 
სხვათა შორის, მოჩვენებების ვიდეოებზე ინტერნეტში დიდი მოთხოვნაა - მილიონობით ნახვას იძენს.

ამბობენ, იდუმალი არსებები, როგორც წესი, გაზაფხულის დასაწყისში ჩნდებიან. თითქოს ზამთრის შემდეგ იღვიძებენ.