დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით საზოგადოება, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ინტერესდება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ძმები არველაძეები არიან.
აჩის ცოლი, თინი კობალაძე ფართო საზოგადოებაში ძირიტადად, არ ჩნდება. თუმცა, როგორც მისი მეუღლე ამბობს, რომ არა ის, არაფერი გამოვიდოდა.
„როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე, სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. ჩემი და ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ის 12 წელი ტრავმირებული ფეხით მეთამაშა. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები მე არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“ - თქვა არველაძემ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეში“.
აქვე დასძინა, რომ საყვარელი ქალის გამო ლექსებიც კი აქვს დაწერილი.
„ჩვენს დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, მერე შოთის წავაკითხბდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი... ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს, თინის, დღემდე შენახული აქვს“ - თქვა მან.