„ჰალ სიტი“ არველაძეს დაემშვიდობა

arveladze

შოთა არველაძემ "ჰალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

არველაძესთან ერთად გუნდს დატოვებს მისი თანაშემწე პეტერ ვან დერ ვინი, "ჰალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით ენდი დოუსონი დაიკავებს 

„სანაკრები პაუზის პერიოდში რამდენჯერმე შევხვდი შოთა არველაძეს და მასთან ერთად განვიხილავდით კლუბის მომავალი განვითარების გზებს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა და მივიღთ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება - განაცხადა კლუბის მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ.

შეგახსენებთ, რომ "ჰალი" ინგლისის ჩემპიონშიპში მე-20 ადგილზეა.