ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
1769787975
ფენ-შუის სპეციალისტის თქმით, „სუბსარქისის“ დღესასწაული წელს, 31 იანვარია.
სურბსარქისობაა, რომელიც სომხური დღესასწაულია და ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა. დღესასწაულს კი წინ უძღვის 5-დღიანი მარხვა, ხოლო პარასკევს ღამით, ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერს, რომ სიზმარში საქმრო, ან საპატარძლო გამოეცხადოთ.
„გასათხოვარი ქალები აცხობენ მარილ-კვერს და ჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ. ასეთი ბევრი ისტორია არსებობს და ქალები ამბობენ, რომ მათ სწორედ მათი მეორე ნახევარი დაესიზმრათ.
მომზადების წესი:
მოზილეთ ცომი, ტაფაზე, უცხიმოდ გამოაცხვეთ კვერი. შეჭამეთ დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. სხვა ნურც ნურაფერს შეჭამთ და ნურაფერს დალევთ.
საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.
ის, ვინც სიზმარში წყალს მოგაწვდით, ან დაგალევინებთ, თქვენი საბედო იქნება!
გახსოვდეთ, მარილიანი კვერი ბედნიერმა ქალმა უნდა გამოგიცხოთ.
წმინდა სარქისის დღესასწაული (სუბსარქისი) არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, როდესაც სარქის მეომრის დღესასწაულზე, რომელიც სიყვარულის მფარველად ითვლებ, ილოცებიან შეყვარებული წყვილები. მარტოხელები კი დღესასწაულის წინა საღამოს მიირთმევენ მარილიან კვერებს, რომ სიზმარში ნახონ თავისი მომავალი მეუღლე. დღესასწაული პოპულარულია საქართველოშიც და აღინიშნება არა მხოლოდ სომხური თემის მიერ.
სუბსარქისზე იოსებ გრიშაშვილი “ქალაქურ ლექსიკონში” წერდა:
სუფსარქისის ეკლესიის დღეობა მოდის თებერვალში. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ, აცხობენ მარილ-კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ.
თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა – ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვარცხლის ბადიაა – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. ამ ნიადაგზე ხშირად შეყვარებულებიც განშორებულან.