ანტონიუ გუტერეშმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ გაეროს „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხე ემუქრება

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ ორგანიზაციას „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ საფრთხე ემუქრება.

ამის მიზეზად მან გადაუხდელი საწევრო გადასახადები და ბიუჯეტის ის წესი დაასახელა, რომელიც გლობალურ ორგანოს გამოუყენებელი თანხების უკან დაბრუნებას ავალდებულებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც სააგენტო Reuters პარასკევს გაეცნო.

ანტონიუ გუტერეშმა არაერთხელ ისაუბრა ორგანიზაციის გაუარესებული ლიკვიდურობის კრიზისის შესახებ, თუმცა ეს მისი ყველაზე მკაცრი გაფრთხილებაა.

„კრიზისი ღრმავდება, რაც საფრთხეს უქმნის პროგრამების განხორციელებას და ფინანსური კოლაფსის რისკს წარმოშობს. უახლოეს მომავალში კი ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება“, - წერს გუტერეში ელჩებისადმი გაგზავნილ 28 იანვრით დათარიღებულ წერილში.

თავის წერილში გუტერეშმა აღნიშნა: „ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც უარს ამბობს იმ დადგენილი შენატანების შესრულებაზე, რომლებიც დამტკიცებული რეგულარული ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს აფინანსებს“.