დემნას BoF-ის Global VOICES Award აღარ გადაეცემა

დემნა გვასალია

2022 წლის BoF VOICES-ზე მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის დემნას საპატიო ჯილდო უნდა მიეღო. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ Balenciaga-ს ქართველ კრეატიულ დირექტორს Global VOICES Award აღარ გადაეცემა. როგორც მოდის გავლენიანი გამოცემის გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, Balenciaga-ს ახალ კამპანიაში ბავშვებთან ერთად BDSM-ით შთაგონებული პროდუქტების გამოყენება BoF-ის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ მიუხედავად მიღებული გადაწყეტილებისა, BoF-მა თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელობა მაინც მიიწვია, “რომ ამ ფოტოების გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა აეღოთ და ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ.” Balenciaga-ს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ითქვა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by The Business of Fashion (@bof)

შეგახსენებთ, გასულ კვირას Balenciaga-მ თავის პლატფორმებზე გავრცელებული ფოტოების გამო ბოდიში მოიხადა. საყოფაცხოვრებო ნივთების სარეკლამო კამპანიაში, ბავშვებს სექსუალური ელემენტების შემცველი და ე.წ. ‘bondage gear’-ით შემოსილი სათამაშო დათუნიების ფორმის ჩანთები ეკავათ. მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ Adidas-თან თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის სარეკლამო კადრებში კი მოხვდა მე-11 გვერდი დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება. მოდის სახლმა სკანდალური კამპანიის პროდიუსერების წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის მიხედვით, ბრენდი მეორე მხარისაგან მიყენებული ზარალისათვის 25 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. მოპასუხეები არიან საპროდიუსერო კომპანია North Six, Inc, სეტის დიზაინერი ნიკოლას დეს ჯარდინსი და ასევე მისი დაფუძნებული კომპანია.