დემნა გვასალია იუბილარია

დემნა

დემნა გვასალია იუბილარია..  ქართველ დიზაინერს დღეს  43 წელი შეუსრულდა. შავი, არაორდინალური სამოსი, ჩაკეცილი ფეხსაცმელი, ორიგინალური ჩანთები - დიდი ხანია, რაც ეს ყველაფერი ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის ხელწერაა, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოაწყო.  დემნა გვასალიას  ისტორია სოხუმიდან იწყება. მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლები აფხაზეთის ომის პერიოდს დაემთხვა. დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მცირე ხნით„საქართველოს ტელევიზიაში" ჟურნალისტადაც მუშაობდა. მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დემნას მოღვაწეობა 2009 წლიდან იწყება. თავიდან  „მეისონ მარჯიელაში"  მუშაობდა, შემდეგ უკვე Louis Vuitton-ის გუნდს შეუერთდა. 2014 წელს კი  Balenciaga-სკრეატიული დირექტორი გახდა და Vetements-ის ცნობილი ბრენდი შექმნა, რომლის კოლექციებიც დღეს ყველაზე ტრენდულად ითვლება. 2016 წელს გამოცემამ სახელწოდებით Business of Fashion ქართველი დიზაინერი „წლის პერსონად"აღიარა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის Fashion Awards-ის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი. დიზაინერის მორიგი მსოფლიო აღიარება 2017 წელს მოხდა, როდესაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „მოდის ოსკარად" წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.ქართული ლექსებისა და ციტატების წარწერები მაისურებზე, საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩაცმის სტილი - საკუთარი შემოქმედებით დემნა გვასალიამ საქართველო მთელს მსოფლიოს გააცნო. ქართველი დიზაინერი უარყოფს დოგმებსა და ჩარჩოებს. დემნამ უარი თქვა მოდის კვირეულებში მონაწილეობაზეც. მისი მოდელები მხოლოდ Haute Couture-ის ჩვენებებზე გამოდიან. ის რეალური ისტორიების შთაგონებით ქმნის სამოსს, პოდიუმზე გამოჰყავს რიგითი ადამიანები - დემნა ხმამაღლა აცხადებს, რომ გიჟური იდეები მის გონებაში მრავლად არის. თუმცა ყოველთვის ელოდება შესაფერის დროს , რომ მსოფლიო გააოცოს და კიდევ ერთხელ აალაპარაკოს... და ჩვენს მის ყოველ კოლექციასა და სიახლეს ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით...