რომელ თითზე უნდა გაიკეთოთ ბეჭედი, რომ ის თქვენი თილისმა გახდეს

ბეჭედი

ბეჭედი - ეს მშვენიერი აქსესუარია, რომელსაც მოხდენილობის მინიჭება შეუძლია ნებისმიერი მოდურად ჩაცმული ქალისა თუ მამაკაცისთვის. იგი არა მარტო სამშვენისია, არამედ ერთგვარი თილისმაც, რომელიც ადამიანს უარყოფითი გავლენისგან იცავს.

ადამიანის სხეული დახაზულია მერიდიანებით, ხოლო ენერგია, რომელიც მათ ქვეშ მოძრაობს, ჩვენში კიდურებიდან შემოდის. თითზე გაკეთებული ბეჭედი აჩერებს უარყოფით ენერგიას და არ უშვებს მას ჩვენს ორგანიზმში.

ასტროლოგიისა და ქირომატიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყოველი თითი კონკრეტულ პლანეტასთან არის დაკავშირებული. თუ ბეჭედს საჭირო თითზე გავიკეთებთ, იგი დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

თუ ბეჭედს საჩვენებელ თითზე გავიკეთებთ, გავააქტიურებთ იუპიტერს, რომელიც ძალაუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო თავდაჯერებული

და მიზანმიმართული ხდება. იუპიტერი ასევე წარმატების, ოპტიმიზმისა და გულუხვობის პლანეტაა.