ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც გადახდის სისტემას ეხება

გადახდა ავტობუსში აპლიკაციით

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია „თი-ბი-სის“ ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც „თი-ბი-სის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე, როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია „თი-ბი-სის“ ფილიალებში.

მცხეთაში „თი-ბი-სის“. ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „თი-ბი-სი“ ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - "თი-ბი-სი ბანკის" სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50%-იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია „თი-ბი-სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში „თი-ბი-სის“ საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline-რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება. ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.