„დედა 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა, უკვე 5 წელია ემიგრაციაშია და ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო...“ -  მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია

ჯგუფ „მიქსტურას“ ვოკალისტი, მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგენს. ამჯერად იგი გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა.

„უკვე 5 წელია, დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო.

დედასთან რამდენჯერმე ჩავედი, თუმცა როდესაც შეჩვეული ხარ, რომ შორს არის, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩადიოდე და ჩამოდიოდე, იმიტომ, რომ მივხვდი, როდესაც მისგან ვბრუნდები, ისევ ვეჩვევი მდგომარეობას, როცა ჩემს გვერდითაა და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა შეჩვეული ვარ, რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ეს ჩემთვის“, – თქვა მარიამ შენგელიამ.