პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დათო ხუჯაძე რომ თავის უფროს ქალიშვილს შეზღუდულად ნახულობს, ამის შესახებ მომღერალი წლებია ხმამაღლა საუბრობს. ყოფილი ცოლი, რუსეთში მცხოვრები ნათია ონიანი მომღერალს ქალიშვილს არ აჩვენებდა. "ჩემმა ყოფილმა ცოლმა ასე გადაწყვიტა, ბავშვს არ მანახებს. მელანო 4 წლის ხდება და სამწუხაროდ, დედაჩემს ჯერ არ უნახავს" - წლების წინ ამბობდა დათო.
შარშანდელ "ფარულ კონვერტში" სტუმრობის დროსაც, დათომ იგივე გაიმეორა: „ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარულია მელანო, მას ჩემთან ურთიერთობას უშლიან. სამწუხაროა, გაიზრდება და თავად გადაწყვეტს, თავად მიხვდება."
მელანია უკვე 13 წლისაა. გოგონა თბილისს ორი თვის წინ დედასთან ერთად სტუმრობდა. და როგორც ვიდეოდან ჩანს, მამის ერთ-ერთ საახალწლო კონცერტს დაესწრო. ვიდეოს სოციალურ ქსელში ნათია ონიანი ტვირთავს და აწერს - "მამიკოს გოგო".
დათო "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ქალიშვილების შეხვედრა მისთვის მშვენიერი იყო.
დათო ხუჯაძე: ცოტა ხნით იყო ჩამოსული და უკან წავიდა. სიმღერით არა მგონია, იმღეროს. მაგის ინტერესი არ აქვს. როგორც ყველა ბავშვი, ერთობა.
- გვანან ხო დები ერთმანეთს?
- დები არიან და დაემსგავსებიან ერთმანეთს, აბა, რა იქნება? დების შეხვედრაც მშვენიერი იყო.
- სიახლე რა გაქვს?
- თურქ მომღერალთან, აიდოღან ტოფალთან ერთად "ჯანაიაზე" დუეტი ჩავწერე. კლიპის გადაღებას ვაპირებ. კლიპს გადავიღებ ერთ ახალ ლაზურ სიმღერაზეც.