პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტიქიით დაზარალებული თურქეთის ფინანსური დახმარებისთვის რვა თურქულმა ტელეარხმა ერთობლივი ტელემარათონი გამართა, რომლის განმავლობაშიც 6.1 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის შეგროვება შეძლეს.
ტელემარათონში მონაწილეობდნენ მხოლოდ თურქი მსახიობები. მათ შორის სერიალიდან „სხვისი შვილი“.
ვინაიდან ამ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ქართველი ნანა სტამბოლიშვილი ტელემარათონში არ მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში ათასი ჭორი გავრცელდა. მათ შორის იყო ვერსია, თითქოს ნანუკამ სერიალი დატოვა. მაყურებლის ნაწილი აპროტესტებდა ნანუკას არმიწვევას.
როგორც მედიაში დაიწერა 8 ტელეარხის ეთერში მხოლოდ თურქი მსახიობები მონაწილეობდნენ, (რადგან საჭირო იყო ენის სრული ფლობა).
ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქ-გვერდი Turkish actorss, სადაც თურქული სერიალების ფრაგმენტები და ინფორმაცია ქვეყნდება.
გვერდის ადმინისტრაორის ცნობით, მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და ნანუკას შესახებ გავრცელებული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავრცელდა ჭორი, რომ ნანუკა რადგან არ მიიწვიეს საქველმოქმედო ღონისძიებაზე, არც პროდიუსერს პასუხობს და სერიალიც დატოვა. ეს ტყუილია, არ აჰყვეთ ჭორებს. ჩვენ ნანუკას დავუკავშირდით და ეს ყველაფერი უარყო.“ - ვკითხულობთ ფეისბუკპოსტში.
უფრო მეტიც, მოგვიანებით ნანუკამ სოციალურ ქსელში ტელემარათონის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.