პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ანდაც პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო.
ხელოვნებათმცოდნე თინათინ გამცემლიძე ტაძრის ისტორიას ჰყვება.
„მე-18 საუკუნეში, ამ ადგილზე ცხოვრობდა ბერძენი ვაჭარი, რომლის ოჯახშიც გამოცხადება მოხდა. ვაჭრის პატარა ქალიშვილს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მათი ბაღის ტერიტორიაზე იყო ცხოველმყოფელი წყარო. მას სთხოვა, რომ ეპოვათ ეს ადგილი და მის სახელზე ეკლესია აეშენებინათ. სადაც ხალხი მივიდოდა და კურნებას მიიღებდა, ალბათ სურვილების შესრულებაც. მართლაც, მორწმუნე ოჯახი იყო და ეს გამოცხადება ღვთის ნიშნად მიიღო.
დღევანდელი ტაძარი პირველი სახით არ არის შემორჩენილი, მოგვიანებით არის გადაკეთებული, მაგრამ ეზოში ძველი ტაძრიდან შემორჩენილი პატარ-პატარა ქვებია. ეს პაწაწუნა ეკლესია მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს.
ამ ტაძარში მისული ადამიანი, გულწრფელი სურვილითა და თხოვნით უპასუხოდ არ რჩება.
გასაღებები ამ ტაძრის აუცილებელი ატრიბუტია, ისინი შესასვლელში იყიდება, სანთლებთან ერთად. როდიდან დაიწყო ღვთისმშობლის ტაძარში ამ გასაღებების რიტუალი, არ ვიცით. ეს არის ხალხური ტრადიცია, სიმბოლო, როგორც შენი გულის გასაღები, გულის ნადები... სახარების თანახმად, როგორც კი ტაძარი სურვილს შეგისრულებს, უკან უნდა მიბრუნდე მადლიერების ნიშნად. გასაღები უკან უნდა დააბრუნო, რომ მერე სხვამ წაიღოს, სამადლობელი ლოცვა უნდა აღავლინო, შესაწირი დატოვო, ან ტკილეული მიიტანო და იქ მყოფ ადამიანებს გაუმასპინძლდე.“ - განაცხადა თინათინ გამცემლიძემ ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში.
ნახეთ ვრცლად ↓
ფოტოები: პილიგრიმი