1733169705
„დამიჯერეთ, არ არის ტრაგედია თუ ხარ გოიმი…” - რას წერს გია ჯაჯანიძე
„ჩემო ძვირფასებო, დამიჯერეთ, არ არის ტრაგედია თუ ხარ გოიმი. “ – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე. მისი თქმით, „მთავარია, ისწავლო მშვიდი საუბარი და შიგადაშიგ გამოურიო უცხო ტერმინები“
„მთავარია, კარგად დამალო შენი სიგოიმე, თუ დააკვირდები, ამას საუცხოოდ თავს ართმევს მავანნი. აუცილებელია, როგორმე უნდა ისწავლო მშვიდი, დახვეწილი საუბარი, თან შიგა და შიგ გამოურიო უცხო ტერმინები. რაც უფრო ბევრ უცხო სიტყვას იტყი, მით უფრო დამალავ სიგოიმეს, მთავარია კარგად გამოთქვა, არაუშავს თუ ზუსტად არ იცი მნიშვნელობა.
აუცილებელია გეცვას ბრენდი, თუნდაც ჩუმად ნაყიდი მეორადებში, თან ხაზგასმით არა, ისე ვითომც არაფერი, უნდა ჩამოთვალო ბრენდები , (მაგალითად)ეს გუჩის სათვალეა, ეს შანელი პერანგი, ეს ვერსაჩეს შარვალი, ეს დოლჩეს კაბა (მე რაც ვიცოდი, ის დავწერე)
და მთავარი, კარგად და ბოლომდე რომ დამალო სინამდვილე, ხშირად და გაოცებულმა სხვაზე უნდა იძახო ,,დედა რა გოიმიაააა” ( გაწელილი უხდება). – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე.