დაკარგული ძაღლი, 161 კმ-ის გავლის შემდეგ, სახლში დაბრუნდა

ძაღლი

 ძაღლი, რომელიც 36 დღის განმავლობაში დაკარგული იყო, 161 კმ-ის გავლის შემდეგ, სახლში დაბრუნდა. ამბერი, რომელიც კატარში ქუჩაში იზრდებოდა, საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაარჩინა და დიდ ბრიტანეთში, მიმღებ ოჯახში წაიყვანა. ის ახალ სახლში ერთი ღამის გატარების შემდეგ გაიქცა. როგორც BBC წერს, ძაღლი ბრაუნსის კუნძულამდე, სავარაუდოდ, ცურვით მივიდა. ნავსადგურში ის ორმა მამაკაცმა შენიშნა და გადაარჩინა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ თავგადასავლების მოყვარულ ემბერს მომავალში „უფრო მშვიდი და სტაბილური შინაგანი მდგომარეობა ექნება“ და ახალ სახლში თავს კარგად იგრძნობს