"ჩვენი პატარა სასწაული! უძილო ღამეები, ოლგას სასწაული გამძლეობა..." - რატი წითელაძე მამა გახდა

rati

რატი წითელაძე მამა გახდა. მსახიობსა და პროდიუსერს ოლგა სლუსარევამ ვაჟი გაუჩინა. რატი, თავის უზომო სიხარულს, სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს. 

რატი წითელაძე: - სიტყვები არ მყოფნის!!! ალექსანდერ წითელაძე ჩვენი პატარა სასწაული! ჩვენი პატარა სამყარო.

უძილო ღამეები, ოლგას სასწაული გამძლეობა... და შემდეგ...

პირველი თვალის გახელა, პირველი შეხება... თვალები, თითები, არომატი, ხმა...

ენით აღუწერელი ემოციები!!! 

გისურვებთ ყველას თქვენი სურვილების ასრულებას!

აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი უკვე წლებია კინოინდუსტრიაშია და ხან მსახიობის ამპლუაშია, ხანაც პროდიუსერის. წითელაძე ამჯერად ოლგა სლუსარევასთან ერთად დოკუმენტური ფილმის პროექტზე მუშაობს.

"ჩვენი დოკუმენტური ფილმის პროექტს ლატვიის საერთაშორისო ფესტივალზე - Baltic Sea Docs წარვადგენთ. “Part of Society” ეფუძნება ჩვენს მოკლემეტრაჟიან ფილმს “Prisoner of Society”, რომელიც ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი იყო. მოპოვებული აქვს ოსკარის არა ერთი საკვალიფიკაციო ჯილდო, და ნაჩვენები იყო 200-მდე საერთაშორისო ფესტივალზე", - წერს რატი სოციალურ ქსელში.