დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი კესარია აბრამიძე ყოველთვის იდეალურად გამოიყურება და მისი გარეგნობა ხშირად, განხილვის საგანი ხდება. საზოგადოების ყურადღების მიღმა არც კესოს დედის გარეგნობა დარჩენილა, ამბობენ, რომ სილამაზით დედას ჰგავს.
როგორ უვლის თავს, როგორ ინარჩუნებს ფორმას, იცავს თუ არა დიეტას - კესარიამ „პრაიმტაიმის“ ამ შეკითხვებს უპასუხა და ქალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მისცა.
„თავის მოვლაზე როცა ვსაუბრობ, სულ ვუსვამ ხაზს, რომ გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემს სულ სწყინს როცა ვამბობ, მაგრამ 55 წლისაა და შესანიშნავ ფორმაში და ტანზეა. გენეტიკურად სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ვჭამ მართლა ტონას, 24 საათი და არ ვსუქდები. ქართულ კერძებზე ვგიჟდები: მწვადები, ხინკლები, ყველაფერს მივირთმევ. მაქსიმუმ, შეიძლება 2 კილო მოვიმატო. ვარჯიში 1 თვის წინ დავიწყე, 10 დღეში საოცარ ფორმაში ჩავდექი. პატარა რამეზეც რომ ვინერვიულო, უკვე 5 კილო მაქვს დაკლებული.
სხვებს ვურჩევ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართონ. ცხოვრებაში არ მივარჯიშია, მაგრამ ტონუსისთვის და ენერგიისთვის დავიწყე ცოტა ხნის წინ და საოცარ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მოქმედებს განწყობაზე და მეც ენერგიულად ვარ. ჩაგდებები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ვარჯიშს სისტემატური სახე მივცე, არა იმიტომ, რომ გავხდე, იმიტომ, რომ ვიყო ტონუსში.
ვცდილობ, ადრე დავიძინო, 12-ზე უკვე საწოლში ვიყო და მოწესრიგებული მქონდეს რეჟიმი, წყლის დალევაა აუცილებელი. თუ კარგად გძინავს, ბევრ წყალს მიიღებ და ცოტა სპორტსაც ჩართავ, ცოტა კვებასაც გააკონტროლებ, ფორმაში ხარ და 100-წლიანი ხარ. ადრე თუ იყო, რომ ადამიანი მაქსიმუმ, 60 წელს ცოცხლობდა, ახლა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ნორმალურია 90-100 წლამდე ცხოვრება, თანაც, საკმაოდ კარგ ფორმაში. ამისთვის კი ბევრი გარემოება არსებობს - ვიცხოვროთ დიდი ხანი, ლამაზად.
ყველაფერი მაინც ემოციური, შინაგანი განწყობაა, ფსიქოლოგია. ტვინში თუ აძლევ უფლებას, რომ მოეშვი, არ ხარ ლამაზი, აძლევს შენს თავს უფლებას, რომ უნდა დაბერდე, ამ ნეგატივს თუ მიიღებ, ეს ყველაფერი აუცილებლად დაგემართება. იმიტომ, რომ ჩვენთან, საქართველოში ფიქრობენ, 50 წლის თუ გახდები, ეს იგი ბებერი ხარ, ეგრე არ არის, ტვინში გაქვს კოდი და 50 წლის რომ ხდები, ეშვები. შეგიძლია, რომ ამ ასაკიდან დაიწყო ცხოვრება. ბევრი ასეთი ქალი გვყავს. ჭკვიანმა ქალმა ისწავლა, რომ 50 წლის ასაკში შეიძლება, იყო გოგო.“ - თქვა კესარია აბრამიძემ.