„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მოდელი კესარია აბრამიძე პირად ემოციებზე, ღალატის ფენომენზე და სურვილებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
მოდელის აზრით, თუ ქალმა მეორე ნახევრის ღალატის შესახებ შეიტყო, ურთიერთობა უნდა დაასრულოს და ყოფილ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
– როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?
– სადმე მილიონიან ვილაში, დიდ აუზში, კარგად გარუჯული, ბევრი ბრილიანტითა და ბევრი შიშველი ბიჭით, რომლებიც მასაჟს გამიკეთებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ლამაზი გარემო, ლამაზი ადამიანები და სრული ნეტარება. სექსის დროსაც შეიძლება... ორგაზმის დროსაც კარგი იქნება სიცოცხლის დასრულება, ორგაზმს რომ გაჰყვები...
– რომელ დროსა და ეპოქაში ისურვებდი ცხოვრებას?
– სანამ ინტერნეტი და კომუნიკაციის ასეთი აქტიური ფორმები გაჩნდებოდა. მგონია, რომ სიყვარული მაშინ უფრო ნამდვილი და ძლიერი იყო. სანამ ამდენი ბოზი იქნებოდა სამყაროში და სექსი ასეთი მარტივი გახდებოდა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ პერიოდში. მაშინ უფრო დაფასებული იყო ქალი, დღეს ნაკლებადაა. დღეს ყველაფერმა დაკარგა ფასი. იმიტომ, რომ დღეს არსებობენ ქალები, ვისაც შეუძლიათ, ლუდზე ჰქონდეთ სექსი. როცა ასეთი ქალები არსებობენ, ვის რად უნდა კესარია ათასი მოთხოვნილებით (იცინის).
– რა არის შენი ცხოვრების მიზანი?
– მე ბედნიერებისთვის გავჩნდი, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებაა.