„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ჩინელ ქალს ეგონა ძაღლი იყიდა, თუმცა ის დათვის ბელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იუნანის პროვინციაში მცხოვრებმა ქალმა სუ იუნმა შვებულებაში ყოფნისას ტიბეტური მასტიფის ლეკვი იყიდა და მას ორი წელი ზრდიდა, ვიდრე გაიგებდა რომ ის ჰიმალაიური დათვია.
სუ იუნის განცხადებით, თავდაპირველად ის „ლეკვის“ მადამ დააეჭვა:
„ძაღლი დღეში ერთ ყუთ ხილს და ორ სათლ ლაფშას ჭამდა".
სუ იუნმა ვეტერინარები გამოიძახა, რათა გაერკვია, ვინ ცხოვრობდა მის სახლში.
სპეციალისტებმა ცხოველი დაათვალიერეს და განაცხადეს, როს ის არა ძაღლი, არამედ გადაშენების პირას მყოფი ჰიმალაიური დათვია.