1728312638
VIDEO - სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმიდან რომანტიკულ კადრებს აზიარებს
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი ბათუმში ისვენებენ.
წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობენ და საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს უზიარებენ გამომწერებს.
ამჯერადაც წყვილმა ბათუმში გადაღებული კადრები ატვირთა სოციალურ ქსელში.
კარლო პონტი უმცროსს და მარიამ შარმანაშვილს უკვე დიდი ხანია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. სოფი ლორენის შვილი ახალ წელს თბილისში, დიღმის მასივში შეხვდა. ცნობილ იტალიელს ქართველი მარიამ შარმანაშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა.
როგორც ირკვევა მარიამ შარმანაშვილმა სოფი ლორენის ვაჟი 2 წლის წინ გაიცნო და მათ შორის მალევე რომანტიკული მიმოწერა დაიწყო. კარლო პონტიმ 2021 წლის 14 მარტს ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელზეც მარიამმა მიაწერა - ბელისიმო, მას კარლომაც უპასუხა და მათ შორის აქტიური მიმოწერა დაიწყო მუსიკასა და ხელოვნებაზე.
ონლაინ დაწყებული ურთიერთობა მალე პირად ურთიერთობაში გადაიზარდა. კარლო პონტი უმცროსმა საკუთარი დაბადების დღე, 29 დეკემბერი საქართველოში ქართველ რჩეულთან ერთად გადაიხადა, ასევე ახალ წელს და შობასაც საქართველოში შეხვდა. შობას ის მარიამთან ერთად ნიაზ დიასამიძის კონცერტს დაესწრო.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888