დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს პლასტელინის ფიგურა, გიორგი კეკელიძეს, მოსწავლეებმა დღეს აჩუქეს. აქაც ქუდი ახურავს. ქუდი მისი იმიჯის ნაწილია და პატარებს ეს დეტალი არ გამოჰპარვიათ.
ჩვენ კი, ის არ გამოგვპარვია, ვის ეკუთვნის ქუდები, რომელსაც მწერალი და წიგნის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, ასე მოხდენილად ატარებს.
სოციალურ ქსელში, გამოქვეყნებულ ამობრუნებულ ქუდებზე ავტორიც "გაიშიფრა". "ფელინი გიორგი კეკელიძისთვის."
დიდი იტალიელი კინორეჟისორის გვარი აქ არაფერ შუაში ყოფილა. დიზაინერმა სიტყვა ფეშენის F-ს, ქალიშვილის სახელი შეუთავსა (ელენე) და... ფედერიკოს მოგვარე ბრენდიც, როგორც გაირკვა, ბევრისთვის საყვარელი აქსესუარების მწარმოებელი ყოფილა.
გავარკვიეთ, რომ ქუდები სპეციალურად გიორგისთვის, ნინო დიღმელაშვილს თავისმა კოლეგამ შეუკვეთა. თამუნა ზაუტაშვილს საჩუქრებზე საუბარი ეუხერხულება და ამბობს, რომ გიორგისადმი პატივისცემა ამგვარად გამოხატა. მსგავსი ჟესტისთვის კი, პირადი ნაცნობობა, საჭირო სულაც არ არის.
"ეს ქუდები სპეციალურად მისთვის შეიქმნა. ზომა თვალით, ფოტოს მიხედვით გავთვალე. და ზუსტად მოერგო. გიორგი სხვადასხვა სტილის ქუდებს მოიხმარს, კეპებსაც და ამგვარ "ფლეთ ჰეთსაც", "ფლეიბოისაც"... ბევრი სტილია. ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ჩემს ქუდებში ვხედავ. ჩემთვის ერთგვარი სტიმულია, გიორგი კეკელიძეს ასე რომ მოსწონს ჩემი შექმნილი ქუდი" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ნინო დიღმელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!