წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
„რატომ წირავთ ქუჩის ჯოჯოხეთისთვის ლეკვებს? ან იმ ადამიანებს რატომ გვწირავთ, ვისთვისაც მათი ჯოჯოხეთი საკუთრად იქცევა, რადგან უკვე ძნელად შეგვიძლია ამ პატარა, უბედური არსებების დახმარება? თვეში ერთხელ მაინც, მცხეთის იმ სოფელში, სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლის მახლობლად ტოვებენ ლეკვებს, ხან დედიანად, ხანაც უდედოდ - და მერე ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ, გავაჩუქოთ - თუმცა ყველა მათგანს ვერ ვშველით.
აი, დილით იყო, შუადღისას აღარ არის. განა ეგ ჯოჯოხეთი არ არის? არის. შეიძლება უარესი. გახსოვს. თვალებში გებლანდება. მას არც სიცოცხლე უთხოვია და რა გასაკვირია, რომ არც სიკვდილი უნდოდა. დღესაც დამხვდნენ ახლები. ეს ჯოჯოხეთი ადრე თუ გვიან უნდა დავასრულოთ. სტერილიზაცია, კონტროლი, მეტი შემფარებელი, ცხოველისადმი თანაგრძნობის გაზრდა და გაუგებარი ფრაზის ამოშანთვა - ,,ძაღლებს რომ ეხმარები, ადამიანებს დაეხმარე!" ამის მთქმელი არავის ეხმარება და არც არავის დახმარებია არასდროს.
და ვინც ეხმარებით, თქვენი თანადგომა მჭირდება - ეგებ იჩუქოთ ეს ლეკვები, მე დაგეხმარებით მათ კვებაში და გაზრდაში, მათ შორის მათი ცოდვის ჩამოსარეცხად, ვინც უპასუხისმგებლოდ ამრავლებს ძაღლებს და მერე სხვების იმედად იშორებს“
ასევე დაგაინტერესებთ:
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს - განახლებული ვალუტის კურსი