„ჩემს შვილს აუტიზმის სპექტრი აქვს...“ - „ბზიკოს“ გულახდილი საუბარი პირადზე

ბზიკო

„პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ინტერვიუ „ნიღბის გარეშე“ შედგა. პირველი მონაწილე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა, ,,ბზიკო“ აღმოჩნდა.

პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებსა და შვილზე ნაამბობმა, „პრაიმ ჰაუსელები“ გულგრილი არ დატოვა და მათმა ნაწილმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.

„ჩემს შვილს აქვს აუტიზმის სპექტრი. მიუხედავად იმისა, რომ არის 6 წლის, მაინც თავისებურ მოვლას, წესების ცოდნას საჭიროებს. მე ვთვლი, რომ ამით თავს არ უნდა ვიმართლებდე, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, დრო არ მქონდა, იმ დონეზე ეს ყველაფერი მესწავლა, ამ კუთხით ვერ დავუთმე დრო. კვირაში ერთხელ, ,,პრაიმ ჰაუსის“ წესების ფარგლებში, ვნახულობ ჩემს შვილს...“ - ამბობს „ბზიკო“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი არ უნდა გამოაჭენოთ ასე საჯაროდ...“ - რა იყო სინამდვილეში და რას ჰყვება დედა, რომლის შვილის ვიდეოც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა

ნიცა თავაძე მადრიდიდან გადაღებულ მხიარულ კადრებს აქვეყნებს

"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... " - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი