"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... " - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი

კკ

კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა

მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

შემთხვევის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

ასევე ნახეთ:

ძლიერი შტორმის შემოტევის შემდეგ მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი