დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ნიკოლოზ ქართველი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს იმ დღეებს, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მისი 12 წლის შვილი, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია და როგორც გვითხრა, მასთან იზრდება, რამდენიმე წლის წინ უმძიმეს ავარიაში მოყვა, ფაქტობრივად, ღმერთმა მისი თავი მშობლებს მეორედ აჩუქა.
„შემთხვევა 2017 წელს მოხდა, თბილისში. მანქანაში ჩემი ოჯახის ახლობლები და ჩემი შვილი ისხდნენ. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ერთი და ჩემი შვილი დაშავდნენ.
წვიმა იყო, ნაწვიმარზე მანქანა მოსრიალდა და ხეს შეეჯახა.
ჩემი შვილი ამ დროს 7 წლის იყო. უამრავი ტრავმა ჰქონდა. დაახლოებით, 40 მოტეხილობა, ქალა ფუძის სრული მსხვრევა, იყო უმძიმეს, 4-ბალიან კომაში. 41 დღის მანძილზე. პრაქტიკულად, გადარჩენის შანსი არ იყო. საზღვარგარეთ არცერთი კლინიკა იღებდა. მეუბნებოდნენ, ტყუილად არის აპარატზე შეერთებულიო, ამას რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმებოდი. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო... არც ტვინი, არც გული... გულიც ხელოვნურად მუშაობდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩემს ხოვრებაში პირველად წავედი მამა გაბრიელის საფლავზე, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი. ასე არაფერი მითხოვია... გამოსვლიდან 15 წუთში დამირეკეს, რომ თქვენი შვილი კომიდან გამოვიდაო. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, შეხედულებები და აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემი შვილი ღვთისა და იმ ადამიანების გადარჩენილია, ვინც მასზე ილოცა.“ - ამბობს ნიკოლოზ ქართველი.