1738524286
„ჩემს მეუღლეს თავისი პირადი სივრცე აქვს...“ - მარიამ სანოგო
ტელეწამყვანი მარიამ სანოგო ურთიერთობაში პირადი სივრცის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ეს მასა და მის მეუღლეს ყველაზე კარგად აქვთ გააზრებული, რადგან აუცილებელია.
„ჩემთვის ჩემი პირადი დრო, ჩემი სივრცე, ინტერესები, ჰობი, რომლისთვისაც მჭირდება დრო, ცალკე ყოფნა და ამას ჩემი მეუღლე პატივს სცემს. ასევე, მასაც აქვს თავისი პირადი სივრცე, რომელსაც მეც აუცილებლად, ვცემ პატივს.
სანამ დავოჯახდებოდი, საკმაოდ დიდხანს მარტო ვცხოვრობდი, პირადი სივრცის შეგრძნება და პირადი დროის, მქონდა ძალიან კარგად გამჯდარი, ასევე, ჩემს მეუღლესაც.
ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურ ქმედებებს და პრობლემებს ხშირად ვუზიარებთ. შემოწმების მხრივ არაფერი ყოფილა. არასდროს გამიკონტროლებია ჩემს მეუღლეს ტელეფონზე ვინ და რატომ მოწერა.“ - ამბობს მარიამ სანოგო „შუადღეში“.
ნახეთ ვიდეო ვრცლად ↓