თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილე გურამ შეროზია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
გურამ ამ კვირაში გახდი ე.წ ბოსი, რა გეგმები გაქვს და როგორ წარმართავ მომავალ კვირას?
არ დავმალავ და გეტყვით, რომ მინდოდა ბოსობა, ბუნებრივია არ იქნება დიქტატურა. უკვე გავანაწილე ვიცე ბოსები, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებლები, მაგალითად გოგა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კვებას და სამზარეულოს ეხება, სისუფთავეს განაგებენ დეა და ლენუკა, ხოლო ივენთების და გართობის ნაწილში იქნება სალომე.
რას იტყვი კოალიციაზე?
ვერაფერს ვერ ვიტყვი კოალიციაზე, პროექტის ფარგლებში დავახლოვდი რამდენიმე ადამიანთან, რომლებსაც ყველაზე სამართლიანებად და კარგ ადამიანებად ვთვლი, ბუნებრივია ვიღაცასთან უფრო ახლოს ვარ, ვიღაცასთან ნაკლებად ახლოს.
ინტერნეტში გასაჯაროვდა პირადი მიმოწერის ფოტოები, რომელზეც შენ თქვი, რომ ეს არ იყო ნამდვილი და გააგზავნე სამხარაულის ექსპერტიზაზე, ხომ არ მოსულა ექსპერტიზის პასუხი?
ჯერჯერობით ველოდები, თუმცა ნაცნობებმა ვინც ეს ნახა რა თქმა უნდა არ დაიჯერა. ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს მიხვდება, რომ მე ისეთი გრამატიკით და ლექსიკით არ ვწერ, რომელიც იმ მიმოწერაში იყო. ასე, რომ ეს მიმოწერა იყო აბსურდი, ხოლო მეორე სქრინებს, რომელიც თისთან მიმოწერას ეხებოდა, მას ვადასტურებ.