„ჩემი ღიმილის ბიჭი, მადლობა უფალს რომ 19 წელი ჩემთან იყავი“ – თამუნა მდივანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ვაჟზე

თამუნა მდივანი

მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის, გიორგი მდივანის აქამდე უცნობ ვიდეოარქივს აზიარებს.

კადრები 2021 წლის 8 მარტს არის გადაღებული, სადაც დედა-შვილის თბილი დიალოგი ჩანს. თამუნა მდივანი ვიდეოს ემოციურ პოსტს ურთავს, სადაც შვილთან გატარებული წლებისთვის მადლიერებას გამოხატავს:

„ჩემი ღიმილის ბიჭი მადლობა უფალს რომ 19 წელი ჩემთან იყავი მიყვარხარ დე“,- წერს თამუნა მდივანი.