„ჩემგან გაბრაზებული ადამიანი არ არსებობს... საჩუქრებს ხშირად ვიღებ“ - რეზი ქირია ყველაზე დასამახსოვრებელ სიურპრიზზე გვიყვება

რეზი ქირია

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, რეზი ქირია საკუთარი ჩაცმის სტილით გამოირჩევა, რასაც ყველა აღნიშნავს. პროექტში გაგზავნილი საჩუქრების გამო გოგონები რამდენჯერმე იმედგაცრუებულებიც დარჩნენ, რადგან მათ ნაცვლად, ძღვენი რეზიმ მიიღო.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენადაა განებივრებული სიურპრიზებით და რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის.

რეზი ქირია: - „პრაიმ ჰაუსამდეც“ ასეთი განებივრებული ვიყავი საჩუქრებით. არ ვიცოდი, აქაც თუ გაგრძელდებოდა. პროექტში შემოსვლამდე ბევრი ადამიანი მიცნობდა და საზღვარგარეთაც ხშირად დავდიოდი. იქაც უამრავ ადამიანს ვიცნობ და მაქვს კარგი ურთიერთობები. ჩემგან გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი არ არსებობს, ამ სითბოს რომ გავცემ, უკანაც მიბრუნდება. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას... ვფიქრობ, ადამიანებისთვის ბედნიერებაა, როცა ვიღაც გაფასებს. 

- ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რა იყო?

- ადამიანმა მიმიყვანა ისეთ ადგილას, სადაც რომანტიკული გარემო დამახვედრა. მცირე საშუალებით იმდენი გააკეთა, რომ დღემდე მახსოვს. სანთლები, ვარდები... ძალიან ლამაზი იყო.

ახლახან, კვიპოსში ვიმყოფებოდი. სასტუმროს ნომრის კარი რომ შევაღე, იმ დამხვდა ვარდები, გედები, გარშემო ბუშტები ეყარა... სხვა ქვეყნიდან დარეკა სასტუმროში და ასეთი რამ დამახვედრეს. რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსში“ მიღებულ საჩუქრებს, ორი ანონიმურია და ჯერ ვერ გავარკვიე ვინ არიან. მესამე საჩუქრის ავტორი გამოვიცანი, მივწერე კიდეც და აღიარა მე ვარო, 

ასევე ნახეთ: 

„მგონია, რომ ჯადოებს მიკეთებენ, ბევრჯერ უჩუქებიათ ნივთები, რომელიც...“ - ინტერვიუ რეზი ქირიასთან

„ქრინჯობის მიუხედავად, ალალი და კეთილი ბიჭი მგონია“ - გურამ შეროზია რეზი ქირიას პროეტში დარჩენას ეხმაურება