დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ახალი რეალითი შოუ „რუსთავის 2-ის" ეთერში - 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი „პრაიმ ჰაუსი" იქნება. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ყველა მონაწილეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვინ დატოვებს პროექტს და ვინ განაგრძობს მონაწილეობას პირველობისთვის, ეს თავად მონაწილეებმა ყოველ შაბათს უნდა გადაწყვიტონ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მოცეკვავე ტატო გვარამაძეა:
„ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ორ ნაწილად გაიყო. 19 წლამდე ვცხოვრობდი თბილისში. შემდეგ, გადავედი ამერიკაში. დავიწყე იმის ძებნა, თუ რა იყო ჩემი ამერიკა. ბრილიანტების მაღაზიაშიც ვმუშაობდი, რომელიც ძალიან მოსაწყენი იყო. ათ დოლარს, რომ გიხდიან საათში და ბრილიანტს უყურებ, დაფიქრდები, რომ იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო. იყო ცხოვრებაში რაღაც პერიოდები, რომ არც სამსახური მქონდა და არც საცხოვრებელი ადგილი. მომიწია რამდენჯერმე ნიუ-იორკის ქუჩებში გათენებაც. ეს პროექტი ჩემთვის ახალი ეტაპია,“ - ამბობს ტატო გვარამაძე.