დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბლოგერი გურამ შეროზია „პრაიმ ჰაუსის“ ფინალშია. ბოლო ლაივის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთვის ბოლო ლაივი იყო უზომოდ სტრესული.
უკვე მერამდენედ, მონაწილე აჟღერებს დამაკნინებელ, უცენზურო ფრაზას და რეაქცია 0, როცა მე ყველა სიტყვაზე მეკიდებიან...
დარბაზი ტაშს უკრავს უცენზურო ფრაზებს და შენიშვნაც 0. მართლა მინდოდა ადგომა და გასვლა, მაგრამ ამდენ შრომას წყალში ვერ ჩაგიყრიდით და ყველას ჯინაზე - შაბათს უდიდესი სხვაობით უნდა გავიმარჯვოთ!
რაც შეეხება "კათარზისის" ხსენებას, ანუ, რომ მეთქვა, რას წამოგორდით, თავი რედისონში ხომ არ გგონიათმეთქი, გამოვიდოდა, რომ ამით რედისონს ვაკნინებ?
გავგიჟდი, თმები ყალყზე დამიდგა! ვინმე ამას მართლა ვერ იგებს?
აღარაფერს ვამბობ იმაზე, სამ გულშემატკივარზე მეტის უფლება რომ არ მქონდა და სხვების მხარდამჭერები 10 და 20 რომ იჯდა.
მოკლედ, ვძლიერდებით და ვიწყებთ ისეთ მონდომებას, როგორც არასდროს, ჩვენთან არ ბნელა, ჩვენ პროგრესულები ვართ და არ დავუშვებთ უსამართლობას, წიწილება შემოდგომით არა, მაგრამ ამ შაბათს აუცილებლად დავითვლით!!“,- წერს გურამ შეროზია.