1738491639
ბიონსემ ახალი მუსიკალური ტური დააანონსა
ბიონსემ ახალი მუსიკალური ტური - Cowboy Carter Tour დააანონსა, რომელიც 2025 წელს გაიმართება. ჯერჯერობით ტურის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, მათ შორის - თარიღები და ქვეყნები, რომლებსაც ვარსკვლავი ეწვევა.
ბიონსემ ალბომი “Cowboy Carter” გასული წლის მარტში გამოუშვა. 407,000 გაყიდული ასლით, ალბომი “ბილბორდის” ამერიკულ ჩარტში #1 ადგილზე მოექცა. ბიონსე ერთადერთი ქალი არტისტია, რომლის პირველი 8 ალბომიდან, ყველა - ჩარტის სათავეში მოექცა. გარდა ამისა, ბიონსე პირველი აფროამერიკელი ქალიცაა, ვინც ქანთრი ჟანრის სიმღერითა და ალბომით მოხვდა Billboard-ის სათავეში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Cowboy Carter პირველი კვირის გაყიდვებით, ბიონსეს ყველაზე წარმატებული ნამუშევარია 2016 წლის ალბომის, Lemonade-ს შემდეგ. პირველ კვირაში, Lemonade-ს გაყიდვებმა 2016 წელს, 653,000 ასლი შეადგინა.