მძიმე მარცხი იუვესთან - გოგლიჩიძემ ცვლილებაზე ითამაშა

მძიმე მარცხი იუვესთან - გოგლიჩიძემ ცვლილებაზე ითამაშა

სერია A-ს 23-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა’’ შინ „ემპოლი’’ 4:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი დე შილიოს გოლით „ემპოლიმ’’ მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდმა თამაში შემოატრიალა.

დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე თამაშში 59-ე წუთზე, 0:1-ზე ჩართო, იძულებითი ცვლილება იყო, რადგან ისმაილიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

საბა სამ ცენტრალურ მცველს შორის შუაში, ცენტრში მოქმედებდა. ამ პოზიციაზე მას ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.

61-ე წუთზე კოლო მუანიმ საბას ორთაბრძოლა მოუგო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და „იუვეს“ რიგებში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, გასულ ტურში „ნაპოლის“ შეუგდო. 64-ე წუთზე ტიმოთი ვეას დარტყმის შემდეგ ბურთი კოლო მუანის მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. 84-ე წუთზე „ემპოლი“ 10 ფეხბურთელით დარჩა, მალემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 90-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა შეაგდო, მეორე დამატებულ წუთზე - სერჟიო კონსეისაუმ.

საბას კარგი მატჩი არ ჰქონია, თუმცა შეცდომები განვითარების პროცესის ნაწილია. გოგლიჩიძე ძალიან პერსპექტიული მცველია, რაზეც მის მიმართ გამორჩეული იტალიური კლუბების ინტერესიც მეტყველებს. მან უკვე ძალიან დიდი კარიერული ნაბიჯი გადადგა, საქართველოდან პირდაპირ იტალიის ჩემპიონატში გადავიდა და საერთო ჯამში ძალიან კარგი სეზონი აქვს.