რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
TikTok-ზე ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ბიჭი შეყვარებულს ხელს ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრის წინ, ყინულის მოედანზე სთხოვს. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს მიღმა ამაღელვებელი ისტორია დგას. უცხოური გამოცემა წერს, რომ ბარინგტონი კენედის ფიგურულ სრიალში 2 თვე ამეცადინებდა, რათა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე მას ყინულზე წონასწორობის შენარჩუნება და სრიალის ძირითადი წესები დაესწავლა.
დეკემბრის ბოლოს, საახალწლო პერიოდში, წყვილი ნიუ-იორკში ჩაფრინდა. ისინი როკფელერის ნაძვის ხის წინ ყინულის მოედანზე მოსრიალეებს შეუერთდნენ, თუმცა მოულოდნელად კენედიმ შენიშნა, რომ მოედანი დაცარიელდა და ამ საკულტო ადგილას იგი ბარინგტონთან ერთად დარჩა.
ბიჭი ცენტრის ადმინისტრაციას წინასწარ მოელაპარაკა და ხელის თხოვნა ბიონსეს “Dangerously in Love”-ის ფონზე გადაწყვიტა. ხელის თხოვნის ამაღელვებელი ვიდეო მან თავადვე გაავრცელა ტიკტოკზე. ჩანაწერს თითქმის 3 მილიონი მოწონება აქვს
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
რა არ უნდა გამოვსახოთ სააღდგომო კვერცხზე
1744978110