1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, მერიემ გოგაშვილი გარდატეხის ასაკში მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელმაც მისი ცხოვრება მეტ-ნაკლებად შეცვალა.
„13 წლის რომ ვიყავი, ველოსიპედიდან გადმოვვარდი, შედეგად, ბევრი დაზიანება მივიღე. მათ შორის იყო კბილების განლაგება, ნიკაპი, იყო ხელის მოტეხილობა ორ ადგილას, ტვინის შერყევა. მომიწია, რეაბილიტაცია გამევლო თვე-ნახევარი და ვწოლილიყავი. შემომრჩა ისეთი ნაკლოვანებები, რასაც სჭირდებოდა დიდი დრო, რომ გამომესწორებინა. ჩემს წოლით რეჟიმს წონაში მატება მოჰყვა, რაზეც შემდგომში, ჩემი დაბულინგება დაიწყეს.
ჩავიკეტე საკუთარ თავში და სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა. მეგონა, უსიამოვნო დასანახი ვიყავი. რაღაც გარდამავალი მომენტი იყო, როდესაც მივხვდი, რომ საკუთარი თავი უნდა მიმეღო ისეთი, როგორიც ვარ და სხვისი აზრისთვის ამხელა ყურადღება არ უნდა მიმექცია.“ - ამბობს მერიემი.
ასევე ნახეთ:
👉 VIDEO: „ესეც ჩემი სიმართლე, ესეც კრისტის...“ - რა კადრებს აქვეყნებს მერიემ გოგაშვილი
👉 კარდაშიანების მორიგი კონფლიქტი - ნახეთ, ამჯერად, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
👉 2 წელი ერთად - დაათვალიერეთ, ნიცას და ხვიჩას უცნობი ფოტოები