„სიმშვიდე შეინარჩუნე, ადამიანობას ნუ დაკარგავ“ - კოსტა სანიკიძეს დედა რჩევებს აძლევს

კოსტა

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტი, კოსტა სანიკიძე სახლში მივიდა, სადაც დედა და ბებო დახვდნენ. კოსტას დედამ რამდენიმე რჩევა მისცა.

„სიმშვიდე შეინარჩუნე და ისეთი ადამიანი გამოდი იქიდან, როგორიც წახვედი. ადამიანობას ნუ დაკარგავ, მთავარი ჩემთვის ეგ არის. კიდევ გეტყვი გამარჯვებას და წარმატებას, მაგრამ იმასაც, რომ უკვე გამარჯვებული ხარ“ - უთხრა კოსტას დედამ.