1734793091
,,ბელას გაშლილი სუფრიდან, პირდაპირ აეროპორტში... კინაღამ დავაგვიანე" - სად გადაიხადა დაბადების დღე ზალიკო ბერგერმა
ზალიკო ბერგერი ბედობას იუბილარი იყო. დიზაინერი ნიუ-იორკშია და მადლობას იქიდან გვითვლის.
"დიდი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისათვის, თბილი სიტყვებისათვის, ვერ გიპასუხეთ სათითაოდ და ყველას ერთად, დიდი სიყვარულით გიხდით მადლობას ნიუ-იორკიდან.
ბელას გაშლილი სუფრიდან პირდაპირ აეროპორტში, კინაღამ დავაგვიანე და დღეს საღამოს გელოდებით შესახვედრად ნიუ-იორკში, ჩემს მეგობრებს და მომავალ მეგობრებს!
ამჯერად ცოტა მეტი ხნით ვიქნები ამერიკაში და იმედი მაქვს, ყველანი მოვახერხებთ შეხვედრას", - წერს ზალიკო ფეისბუქზე.
ახალ წლამდე კი, "პრაიმტაიმთან" თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ძველი ისტორიები გაიხსენა.
ზალიკო ბერგერი: ორ იანვარს მაქვს დაბადების დღე. სწორედ ამიტომაც, ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის ჩემს დაბადების დღესთან ასოცირდება. დედა გეოლოგიის სამმართველოში მუშაობდა და მოდიოდნენ მისი თანამშრომლები. მახსოვს, ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, წითელი ფურცლებისგან ისრები გამოვჭერი და დავაწერე, ფული აქეთ-მეთქი. ასე ვაგროვებდი თანხას, რომელსაც მერე დედა ხარჯავდა.