„ბედნიერების მჯერა“ - თიკა ფაცაციამ ახალი სიმღერა გამოუშვა

თიკა

7 ივლისს "კავეა- სითი მოლში"  ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

სიმღერის სახელწოდებაა "ბედნიერების მჯერა".  სიმღერის ავტორი-კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით.

არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და  ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა.

ნამუშევარზე თიკა ფაცაცია წელიწად-ნახევარი მუშაობდა.