„ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს…“ – მაია ასათიანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს

ასათიანი

პოდკასტში „მონატრების ფერები“ მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ შვილის, ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს:

„წინა დღეს რომ დავურეკე, მან დამიმალა, რომ ავად იყო. იმ დილას 3 საათზე დამირეკეს უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ის კომაში იყო… ნიკა გვარამიას ვთხოვე იქნებ შენ დარეკო და გაარკვიო, რადგან არ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო. ნიკასთვის უთქვამთ she is dying… ამის გადატანა ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო, ძალიან ძნელია… სტუმრად მყავდა შვილმკვდარი ქალები და ყოველთვის მეგონა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს“, – ამბობს მაია ასათიანი.