„ბედნიერება არ გვაცადეს! ნიკა, შენ ამას არ იმსახურებდი...“ - მარიამი მიმართვას ავრცელებს

მარიამი და ჯავახა

„ჰაუსის“ მონაწილეებში დაძაბულობამ იმატა.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა რეალითი შოუს წყვილის ურთიერთობაზე იმოქმედა.

მარიამ ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკა ჯავახიშვილს საჯარო ბოდიშს უხდის.

„ბედნიერება არ გვაცადეს! ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ შორის გაჩენილიყო ბზარი და გამოუვიდათ. ვიცი, დამნაშავე ვარ, ვიცი, შემეშალა ნიკასთან და არ უნდა დამელია, მე რომ ნასვამი არ ვყოფილიყავი, არაფერი მოხდებოდა. ლორენცო არაკაცი, მანიპულატორი, ყველაფრის მკადრებელი გამარჯვებისთვის... ჩემზე იძალადა ფსიქოლოგიურად, შეიძლება მე მთელი ღამე „ვეღადავებოდი“ და ვხუმრობდით, მაგრამ ლორენცოსთან ერთად კი მეც დამნაშავე ვარ, რადგან დავლიე... მე რომ არ დამელია, ლორენცოს არ მივცემდი ამდენის უფლებას და მიმწია თუ არა, მაშინვე ავდგებოდი და გავიდოდი გარეთ... მე არაერთხელ ვთქვი ლორენცოსთან, გუშინ, რომ მიყვარს ნიკა... რაც შეეხება ნიკას, არის იდეალური ადამიანი და იყო ჩემი საჩუქარი. დღემდე ვერ ვაჯერებდი თავს, რომ ასეთი ადამიანი მყავდა გვერდით, ვინც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის... ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, მართლა, კედლებს ამტვრევდა, აიტანა უამრავი ჰეითი ჩემს გამო, მაგრამ ზურგი არასდროს უქცევია ჩემთვის. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მე ვერ დავაფასე ასეთი ადამიანი. მინდა, საჯაროდ მოგიხადო ბოდიში ნიკა... ამას შენ არ იმსახურებდი და უნდა გამეთვალისწინებინა შენი სიტყვები, რომ არ დამელია... ბოდიში და მიყვარხარ“, - წერს მარიამი სოციალურ ქსელში.